ავიაციის სფეროში EU-ს რეგულაციების დანერგვას განვაგრძობთ

saaviacio universiteti

საქართველო ავიაციის სფეროში ევროკავშირის რეგულაციების დანერგვას განაგრძობს. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტში შესულ მოხსენებაშია აღნიშნული, რომელიც 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირთან არსებული „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, ასევე, ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო თანმიმდევრულად განაგრძობს საავიაციო უსაფრთხოებასთან, საავიაციო უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან, საჰაერო მოძრაობის მართვასა და სამოქალაქო ავიაციის სხვა მიმართულებებთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვას.

საანგარიშო პერიოდში, სსიპ − საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიიღო ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირებისა და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების წესები. ასევე, ICAO-სსტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის ეროვნულ საავიაციო კანონმდებლობაში ასახვის კუთხით, ცვლილებები შევიდა არაერთ მოქმედ ნორმატიულ აქტში.

ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებით, საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებებს მოეწერა ხელი სეიშელის რესპუბლიკისა და ისლანდიის მთავრობებთან. შეთანხმებები უზრუნველყოფს სამართლებრივ წინაპირობას აღნიშნული ქვეყნებიდან და მათი მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყებისთვის.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები