“საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, იზრდება როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი ინვესტიციები, ეწყობა ახალი გზები და ინფრასტრუქტურა, შემოდის ახალი საერთაშორისო ბრენდები, მომსახურების სფეროში ინერგება საერთაშორისო სტანდარტები, მატულობს განათლების ხარისხი. ტურიზმით დღეს უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება, ვიდრე ოდესმე. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველი მეორე ამ სფეროთია დაინტერესებული, ან სურვილი აქვს რაღაც ფორმით იყოს მასში ჩართული, დაკავშირებული, ხოლო ამისათვის საჭიროა ფლობდეს ტურიზმის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას, – ბიზნესის რეგისტრაციიდან დაწყებული, კონკრეტული მიმართულებების პერსპექტივებით დასრულებული”. – გიორგი კვეზერელი
სწორედ ამ მიზნით შეიქმნა www.travelnews.ge
მისი შექმნა ასევე განპირობებული იქნა travelingeorgia.ge -ს რებრენდინგით, სიახლეების ნაწილში საჭირო გახდა Travel News ცალკე პროექტად გამოტანა, სადაც მომხმარებელს შეუძლია რეგიონების მიხედვით გაფილტროს და მოიძიოს ინფორმაცია რეგიონებში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების შესახებ.
ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩართულები არიან ტურიზმის სფეროს მდგრად განვითარებაში.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ტურისტული სიახლეების შექმნასა და გავრცელებას სოციალურ მედიაში.
ვებგვერდი ტექნოლოგიურად შექმნილია გუგლისთვის ყველაზე მეგობრულ ვორდპრესის ძრავზე, რომელიც საიტს საშუალებას აძლევს, მოკლე დროში მოწინავე პოზიციებზე შეძლოს პოზიციონირება; ხოლო კომპანიების ის სიახლეები, რომელიც ამ საიტზე განთავსდება, გუგლის საძიებო სისტემაში ასევე მოწინავე პოზიციებზე იქნება, რაც თავისთავად მეტ ხილვადობასა და ბევრ მომხმარებლებს განაპირობებს.
შ.პ.ს. „თრეველ ნიუსი“ დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით, რაც მნიშვნელოვანია მისი სწორად და წარმატებით ფუნქციონირებისთვის.
ბაზრის კვლევის შედეგად, კომპანია მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროში ჩართულ სუბიექტს შესთავაზოს საინფორმაციო მხარდაჭერის მომსახურება – ყველაზე მისაღებად ფასად, 2 ენაზე. ასევე სარეკლამო ბანერები, მხოლოდ რეგიონული სპონსორების ჭრილში, სადაც მხოლოდ კვალიფიციურ კომპანიას შეუძლია გახდეს რომელიმე რეგიონის სპონსორი, რაც მას საშუალებას მისცემს გაზარდოს ბრენდის ცნობადობა და ამასთან ერთად, მის რეგიონს დაეხმაროს, ყველა სეზონზე იყოს ტურისტულად უფრო მიმზიდველი.
პროდუქტების უკეთ გასაცნობად, საჭიროა დაუკავშირდეთ მარი რამიშვილს, ტელ: 599528522 ამ მოგვწეროთ ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ: info@travelingeorgia.ge – ზე.