გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

AJet -ის რეისებზე ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Ajet Georga
Ajet Georga

Turkish Airlines -ის ახალმა ბრენდმა AJet -მა ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზების საკუთრებაში მყოფ AnadoluJet-ს ჩაანაცვლებს და მგზავრებს უფრო დაბლფასიან და გაუმჯობესებულ სერვისებს შესთავაზებს. 

ავიაკომპანია Ajet ოპერირებას 2024 წლის 31 მარტიდან, ფლოტში არსებული 95 თვითმფრინავით დაიწყებს და ფრენებს 41 შიდა და 52 საერთაშორისო მიმართულებით განახორციელებს.

AJet georgia ფრენებს სტამბოლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შეასრულებს. რეისები თბილისი სტამბოლი სტამბოლი თბილისის საჰაერო ხაზზე, კვირაში 7 სიხშირით შემოგვთავაზებს.

თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet-ი საქართველოს ავიაბაზარზე 31 მარტიდან იწყებს ოპერირებას. კომპანიამ ავიაბილეთების გაყიდვები რამდენიმე კვირის უკან გახსნა და მგზავრებს გარკვეული სააქციო შეთავაზებაც გაუკეთა. უნდა აღინიშნოს, რომ AJet-ის ყველა ავიაბილეთი აერთიანებს ბორტზე 8 კგ-მდე ხელბარგის ატანას.

​AJet-ის სატარიფო პოლიტიკა აერთიანებს 4 სახის ბილეთს, ესენია: BASIC, ECOJET, FLEX, PREMIUM.

ახლა განვიხილოთ თითოეული მათგანი.

BASIC ბილეთი მოიცავს:

• 1 ცალი ხელბარგი x 8 კგ-მდე

ECOJET ბილეთი მოიცავს:

• 1 ცალი ხელბარგი x 8 კგ-მდე
• 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი
• ბილეთის გადაცა ჯარიმების გარეშე

FLEX ბილეთი მოიცავს:

• 1 ცალი ხელბარგი x 8 კგ-მდე
• 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი
• სავარძლების სტანდარტული შერჩევა
• ბილეთის გადაცა ჯარიმების გარეშე
• თანხის დაბრუნება ჯარიმით.

PREMIUM ბილეთი მოიცავს:

1 ცალი ხელბარგი x 8 კგ-მდე
• 25 კგ ჩასაბარებელი ბარგი
• თქვენთვის სასურველი ადგილის არჩევა
• ბილეთის გადაცა ჯარიმების გარეშე (გამგზავრებამდე)
• თანხის მოქნილი დაბრუნება (გამგზავრებამდე)
• სენდვიჩის სერვისი.

წყარო: avianews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…