გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

აჭარაში ისრაელიდან ვიზიტები 61%-ით გაიზარდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
batumi
batumi

აჭარაში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასევე პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ გადაცემაში “ბიზნესი რუსთავი 2”-თან  განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტების რაოდენობა განსაკუთრებით გაზრდილია ისრაელიდან და ასევე, ევროპული მიმართულებებიდან.

“აჭარაში ძალიან აქტიური საზაფხულო, საზღვაო ტურისტული სეზონი გვაქვს.  საერთაშორისო ვიზიტების ნაკადებში გვაქვს მატება, მათ შორის, გერმანიიდან 15%-ით, ლიეტუვა და ლატვიიდან, დაახლოებით, 30%-ით და ასევე, თურქეთიდან. თითქმის ყველა მიმართულებაზე ნარჩუნდება გაზრდილი ნაკადები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვა. საქართველოს აქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა სეგმენტისთვის ჰქონდეს განსხვავებული ტურისტული პროდუქტები.

რა თქმა უნდა, როდესაც საქართველო ვპოზიციონირებთ როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება – ეს გვაძლევს საშუალებას, რომ საინტერესო ვიყოთ როგორც ბიზნეს-საქმიანი ვიზიტორებისთვის, ისე დასვენების მოყვარულებისთვის”, – აცხადებს თინათინ ზოიძე. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…