Air Samarkand-მა ტაშკენტიდან თბილისში პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა. A321-NEO/CEO ტიპის თვითმფრინავით უზბეკეთიდან საქართველოს მთავარ აეროპორტში 195 მგზავრი ჩამოფრინდა.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრების დახვედრის სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.
Air Samarkand-ი ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას იფრენს. 24 მაისიდან კი Air Samarkand-ი ასევე კვირაში ორჯერ, ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე დაიწყებს ავიარეისების შესრულებას.