Air Astana საქართველოს მიმართულებით სიხშირეებს ზრდის

air astana

16 მარტიდან Air Astana თბილისსა და ალმათას შორის კვირაში 4 სიხშირით ოპერირებს. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია ფრენებს ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას განახორციელებს, ხოლო მაისიდან სიხშირეებს კვირაში 6 რეისამდე გაზრდის და არსებულ განრიგს ფრენები დაემატება ორშაბათობით და სამშაბათობით. ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში Air Astana ფრენები ალმათის და თბილისს განხორციელდება ყოველდღიურად.

ივნისიდან ასევე იგეგმება სეზონური ფრენების აღდგენა ასტანა-თბილისი-ასტანას და ალმათი-ბათუმი-ალმათის საჰაერო მიმართულებებზე.

ასტანასა და თბილისს შორის ფრენები კვირაში სამჯერ შესრულდება, ხოლო ბათუმსა და ალმათის შორის კი კვირაში 5 სიხშირით.

ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები განხორციელდება კომფორტული Airbus 320/321 თვითმფრინავით.

გარდა პირდაპირი რეისებისა Air Astana მგზავრებს ასევე სთავაზობს საკმაოდ კომფორტულ ტრანზიტულ რეისებსაც. საუბარია ალმათის გავლით ტაშკენტის, ბიშკეკის, დელის, პეკინის, დუშანბეს, ბანგკოკის, პუკეტის, მალდივებისა და სეულის მიმართულებით.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები