24 და 25 ოქტომბერს თბილისში, ორბელიანის მოედანზე, ქართული გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილი ფესტივალი „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება.
ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება და ქართული კულინარიული ტრადიციების მრავალფეროვნებას გააერთიანებს.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხაჭაპური და სხვა ტრადიციული ცომეული, დაესწრონ მასტერკლასებს და გაეცნონ ქართული სამზარეულოს ისტორიასა და რეგიონულ თავისებურებებს.
რა დაგხვდებათ „თბილისი ფუდ-გენი 2026“-ზე?
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც ფართოდ ცნობილი, ისე ნაკლებად გავრცელებული და მივიწყებული რეცეპტები. სტუმრები გაეცნობიან ქართული ცომეულის იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს ასახავს.
პროგრამაში წარმოდგენილი იქნება:
- იმერული, მეგრული, აჭარული, გურული და მესხური ხაჭაპური;
- პანკისისა და სამაჩაბლოს კულინარიული ტრადიციები;
- ლობიანი, კუბდარი, მხლოვანა, ფეტვრაალი, ბრინჯულა და აჩმა;
- ნაკლებად ცნობილი და მივიწყებული რეგიონული რეცეპტები.
ფესტივალზე მონაწილეობას რეგიონებიდან მოწვეული შეფ-მზარეულები მიიღებენ. ტრადიციული კერძების გარდა, სტუმრები თანამედროვე გასტრონომიულ ინტერპრეტაციებსაც გაეცნობიან.
თბილისი ფუდ-გენი 2026“ – ქართული ცომეულის მრავალფეროვნება
„თბილისი ფუდ-გენი 2026“ მხოლოდ დეგუსტაციას არ დაეთმობა. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ქართული ცომეულის მომზადების მასტერკლასები და საინფორმაციო სემინარები, რომლებიც ქართული კულინარიის ისტორიასა და ტრადიციებს შეეხება.
ეს აქტივობები სტუმრებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაიცნონ ტრადიციული კერძების მომზადების მეთოდები და რეგიონებს შორის არსებული კულინარიული განსხვავებები.
გასტროტურიზმი და რეგიონული კულინარიული მემკვიდრეობა
ქართული სამზარეულო ქვეყნის კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. რეგიონული კერძები ადგილობრივ პროდუქტებს, ისტორიულ გამოცდილებასა და ოჯახურ ტრადიციებს უკავშირდება.
ამ მემკვიდრეობის წარმოჩენა გასტროტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მიმართულებაა. კულინარიული გამოცდილება მოგზაურებს საშუალებას აძლევს, დანიშნულების ადგილი ადგილობრივი გემოების, პროდუქტებისა და ტრადიციების საშუალებით გაიცნონ.
საქართველოს რეგიონებში ამ მიმართულების განვითარების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით Travel News-ის სტატიას „გასტროტურიზმი საქართველოში“.
ადგილობრივი პროდუქტების, სოფლის გამოცდილებისა და რეგიონული ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ასევე იხილეთ მასალა „აგროტურიზმი საქართველოში“.
ფესტივალის მიზანია ქართული ცომეულის პოპულარიზაცია, რეგიონული პროდუქტებისა და ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერა, მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობა და გასტრონომიული ტურიზმის განვითარება. ორგანიზატორები ასევე ყურადღებას ამახვილებენ ახალგაზრდების დაინტერესებასა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციაზე.
როდის და სად გაიმართება ფესტივალი?
„თბილისი ფუდ-გენი 2026“-ის სტუმრებს ორბელიანის მოედანზე ელოდებიან.
- თარიღი: 24-25 ოქტომბერი, 2026
- დრო: 14:00-22:00
- ადგილი: ორბელიანის მოედანი, თბილისი
- ორგანიზატორი: თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით თბილისის მერიის ოფიციალურ განცხადებას და ფესტივალის დეტალებს.
„თბილისი ფუდ-გენი 2026“ დედაქალაქში ქართული კულინარიული მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობას შექმნის და ერთ სივრცეში გააერთიანებს ტრადიციულ გემოებს, რეგიონულ იდენტობასა და თანამედროვე გასტრონომიას.
Travel News – ტურიზმის პარნიორი მედია!


