მთავრობამ შეკვეთილს კურორტის სტატუსი მიანიჭა

kurorti shekvetili

მთავრობამ ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის კონცეფცია დაამტკიცა. დოკუმენტი შეკვეთილისთვის კურორტის სტატუსის მინიჭებას, ურეკთან ერთიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კლასტერის შექმნასა და ოთხივე სეზონზე ტურისტული აქტივობის ზრდას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბუნებრივი რესურსების დაცვა, მწვანე დერეფნების მოწყობა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლება, ელექტრომობილობის განვითარება, ახალი ხიდისა და ნავმისადგომების მშენებლობა, ასევე ადგილობრივი პლაჟებისთვის „ლურჯი ალმის“ (Blue Flag) საერთაშორისო სტატუსის მოპოვება.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print