გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ვაზიანის აეროპორტი 2032 წელს უნდა შევიდეს ოპერირებაში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
vazianis aeroporti
vazianis aeroporti

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა საავიაციო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ივანიშვილის მთავრობას აქვს “თანმიმდევრული პოლიტიკა” ამ საკითხთან დაკავშირებით.

იოსელიანის განცხადებით, გაფართოებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს მოემსახუროს “10 მილიონ მგზავრს წელიწადში”, ხოლო ვაზიანის აეროპორტი “რომელიც 2032 წელს უნდა შევიდეს ოპერირებაში”, შეძლებს მოემსახუროს “20 მილიონამდე მგზავრს.”

“ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია გვქონდა რამდენიმე დღის წინ და შესაბამისად დავიწყეთ სამშენებლო სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, შესაბამისად ფრანგული სახელმწიფო კომპანია ტავ ჯორჯიასთანერთად 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს მომავალი ორი წლის განმავლობაში.

შესაბამისად, ჩვენ გვექნება გაფართოებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც დღეს ემსახურება 5 მილიონ მგზავრს და 2 წელიწადში შეძლებს, რომ მოემსახუროს დაახლოებით 10 მილიონ მგზავრს წელიწადში.

შესაბამისად, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენს კერძო პარტნიორთან ერთად და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე ხელშესახები შედეგებიც გვექნება.

ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი ხედვა თბილისის ახალ აეროპორტთან დაკავშირებით, რომელიც 2032 წელს უნდა შევიდეს ოპერირებაში, ვაზიანის აეროპორტს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც შესაბამისი ნაბიჯები იდგმევა.

2032 წელს ჩვენ გვექნება აეროპორტი, რომელიც შეძლებს მოემსახუროს 20 მილიონამდე მგზავრს.” – განაცხადა იოსელიანმა დასანქცირებული TV იმედის ეთერში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…