გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

რა დაჯდა ჩინეთში მარკეტინგული კამპანიები ჩატარება?!

ყველა სიახლეზე დაბრუნება
marketinguli kampaniebi chinetshi
marketinguli kampaniebi chinetshi

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის შეფასებით, ჩინეთიდან ტურიზმის მიმართულებით ზრდის ტენდენცია გრძელდება – წინა წელს მატებამ 44% შეადგინა, მიმდინარე პერიოდში კი 49%-მდე გაიზარდა.

როგორც გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” თამარ იოსელიანი განმარტავს, ჩინეთიდან ვიზიტების ზრდას ხელს უწყობს როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩინეთის ბაზარზე განხორციელებული მარკეტინგული კამპანიები. მისივე თქმით, ამ მიმართულებით, დაახლოებით ₾7 მლნ-ის კამპანიები ჩატარდა, რაც საქართველოს ცნობადობისა და ტურისტული მიმზიდველობის გაზრდას ემსახურება.

“ტურიზმის მიმართულებითაც კარგი ტენდენცია გვაქვს. ზოგადად, პირველ კვარტალში და შეიძლება ითქვას, პირველ ნახევარშიც, დაახლოებით 50%-იანი მატება დაფიქსირდა, ზოგადად მგზავრთნაკადის თვალსაზრისით. ჩინეთიდან ვიზიტების ზრდას ხელს უწყობს როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ის კამპანიები, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ბაზარზე ახორციელებს. დაახლოებით უკვე ₾7 მლნ-ის მარკეტინგული კამპანიები ჩატარდა, რაც საქართველოს ცნობადობისა ამაღლებას ხელს უწყობს და ეს უკვე ციფრებშიც აისახება. დარწმუნებული ვარ, ეს ახალი საჰაერო ხიდიც შესაძლებლობას მოგვცემს, ურთიერთობები გავაფართოოთ – შესაბამისად, შანხაისთან როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესის მიმართულებით კავშირები გავაძლიეროთ. დამატებით ვიტყოდი, რომ ზოგადად, საავიაციო სექტორში ტენდენციები ძალიან პოზიტიურია. ივლისის თვე განსაკუთრებით გამორჩეული იყო, მიუხედავად იმისა რომ რეგიონში არსებული ვითარება გამოწვევებითაა სავსე”, – აცხადებს თამარ იოსელიანი.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…