15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავიარეისებს China Eastern Airlines-ი შეასრულებს. ფრენები კვირაში 3-ჯერ, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულება.
„China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.
ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების გავრცელებულ ინფორმაციაში.


