გადასვლა მთავარ შიგთავსზე
გურიაtravelnews.ge

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ანტისანიტარია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
sakartvelos kurortebi
sakartvelos kurortebi

შეუსრულებელი დაპირებები და უპატრონოდ მიტოვებული ბახმარო — კურორტზე, სადაც დღემდე არ არის გამართული გზები, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება, ადგილობრივები მძიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ. მათი თქმით, ბახმაროში სიცოცხლისთვის სახიფათო გარემო, ანტისანიტარია და ნაგავია, მდგომარეობას კი კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ კურორტზე არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობს და არც ამბულატორია ფუნქციონირებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისფლებისგან დაპირებების გარდა არაფერი მიუღიათ.

“დაპირება რაც იყო, დარჩა დაპირებად. ის, რაც ჩენი თხოვნა იყო, ჯერჯერობით არაფერი შესრულებულა და უარესობისკენ თუ არა, უკეთესობისკენ არაფერ მიდის,” – ამბობს ადგილობრივი.

ბახმაროში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილიც. მისი თქმით, “ოცნების” პირობებში კურორტი მხოლოდ ნადგურდება.

“რაც იყო წინა ხელსუფლების პირობებში გაკეთებული, ის ხომ დაანგრიეს და გაანადგურეს, არაფერს ხომ არ აკეთებენ. სწორედ ეს არის, რაც ანდგურებს ბახმაროს და იმ ადგილს, სადაც უამრავი ადამიანი გაიზარდა, ბავშვებს მსოფლიოშ უნიკალური ჰაერი და ჰავა ჰქონდეს, მაგრამ სამწუხაროა, რომ არავის “ქათული ოცნების” პირობებში არ ანაღვლებს, ყოველგვარ პარტიულობის მიღმაა ის, რაც დღეს ბახმაროში ხდება და ამაზე ხმის ამოუღებლობა მართლა დანაშაულია,” – ამბობს თათია ნიკოლაიშვილი. 

ამ ფონზე, ერთადერთი, რაც დამსვენებლებს ადგილზე ხვდებათ, სპეციალური ბლოკპოსტია, რომელიც უკანონო მშენებლობების კონტროლისთვისაა მოწყობილი.

tvpirveli.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…

ტურისტული გიდების რეგისტრაცია საქართველოში
აჭარა

ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურაგენტების რეგისტრაცია სავალდებულოა – 2027 წლიდან ჯარიმები ამოქმედდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. 2026 წლის 1 ივნისიდან ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულოა. რეგისტრაციის…