გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იმერეთიtravelnews.ge

Wizz Air-ი ქუთაისი ლიონის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Kutaisi Lioni
Kutaisi Lioni

Wizz Air ადასტურებს, რომ ქუთაისი–ლიონის მიმართულებით ფრენები 2026 წლის 22 ოქტომბრიდან შეჩერდება, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” ავიაკომპანიიდან აცნობეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ელექტრონული შეტყობინების სახით შესაბამისი ალტერნატივები უკვე მიიღეს.

“ავიაკომპანია მუდმივად აკვირდება თავისი მარშრუტების შედეგებს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი ქსელი მაქსიმალურად პასუხობს მგზავრების მოთხოვნას და ყველაზე პოპულარულ მიმართულებებზე მომხმარებლებს ყველაზე კონკურენტულ ტარიფებს სთავაზობს. სტანდარტული პრაქტიკის ფარგლებში, ავიაკომპანია ამ შეფასებების შედეგებზე დაყრდნობით რეგულარულად ახდენს საკუთარი მარშრუტების ქსელის ოპტიმიზაციას.

მგზავრებმა, რომლებმაც ბილეთები პირდაპირ wizzair.com-ზე, ან ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეიძინეს, უკვე მიიღეს ელექტრონული შეტყობინება ხელმისაწვდომი ვარიანტების შესახებ. მათ შორისაა ალტერნატიული სამოგზაურო გადაწყვეტები ან თანხის სრული დაბრუნება გადახდის თავდაპირველი მეთოდით ან WIZZ კრედიტის სახით. Wizz Air მომავალშიც გააგრძელებს ბაზარზე არსებული შესაძლებლობებისა და პოტენციური მოთხოვნის შეფასებას, რათა მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება შესთავაზოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…