China Southern Airlines-ი პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ ფრენებს განაახლებს

China Southern Airlines

ავიაკომპანია China Southern Airlines-ი ურუმჩის გავლით პეკინი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო რეისებს შესრულებს.

შედეგად, 2026 წლის ზაფხულიდან საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის ფრენებს უკვე ორი ავიაკომპანია – Air China და China Southern Airlines-ი მოემსახურება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების ფრენები შემდეგი მარშრუტით განხორციელდება: პეკინი – ურუმჩი – თბილისი – ურუმჩი – პეკინი. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია აღნიშნულ მარშრუტზე 2016 წლიდან პანდემიის დაწყებამდე (2020 წლის იანვარი) ოპერირებდა.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 ივნისიდან დაიწყება და სეზონის ბოლომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელების უფლება უკვე მიანიჭა

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print