გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იმერეთიtravelnews.ge

Wizz Air-ი 28 მაისიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენების განახლებს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Wizz air israel
Wizz air israel

Wizz Air-ი 28 მაისიდან, ხუთშაბათიდან, თელ-ავივის მიმართულებით და თელ-ავივიდან ფრენებს განაახლებს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ისრაელის ევროპის მნიშვნელოვან მიმართულებებთან ხელახლა დასაკავშირებლად. გადაწყვეტილება EASA-ს უახლეს რეკომენდაციებს ეფუძნება და ასახავს Wizz Air-ის მუდმივ კოორდინაციას როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ უწყებებთან, მათ შორის საავიაციო და უსაფრთხოების ორგანოებთან. ავიაკომპანიის უმთავრეს პრიორიტეტად უსაფრთხო ოპერირების უზრუნველყოფა რჩება. ასობით ათასი ბილეთი უკვე ხელმისაწვდომია wizzair.com-სა და WIZZ-ის აპლიკაციაში.

ავიაკომპანია ვითარების მონიტორინგს აქტიურად გააგრძელებს და მუდმივ კომუნიკაციაში იქნება საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოებთან, უსაფრთხოების უწყებებსა და სახელმწიფო ორგანოებთან. ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში გადაიხედება და ოფიციალური ინდუსტრიული რეკომენდაციების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, განრიგშიც შევა ცვლილებები.

თელ-ავივის მიმართულებით ფრენების აღდგენით, Wizz Air კიდევ უფრო ამყარებს პოზიციას, როგორც ისრაელის ნომერ პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. ავიაკომპანია ამჟამად 1,000-ზე მეტი მარშრუტით ოპერირებს და 2026 წელს საკუთარი ფართო ქსელის ფარგლებში 80 მილიონი მგზავრის გადაყვანას გეგმავს, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისიას — მოგზაურობა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

Wizz Air-ის კომერციული დირექტორი, იან მალინი:

„როგორც ევროპის სანდო ავიაკომპანიამ და ისრაელის ნომერ პირველმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ, მოხარულები ვართ, დავადასტუროთ თელ-ავივში დაბრუნება. ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება და ამ გადაწყვეტილებას მაქსიმალურად ფრთხილი და გააზრებული მიდგომით მივუდექით. მოუთმენლად ველით ჩვენს მგზავრებთან ხელახლა დაკავშირებასა და შესაძლებლობას, რომ ევროპაში მცხოვრებმა მილიონობით მომხმარებელმა ისრაელის გამორჩეული კულტურა აღმოაჩინოს. Let’s WIZZ!”

avianews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ჯილდოს გადაცემა
თბილისი

საქართველო Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორია – რას ნიშნავს საერთაშორისო აღიარება ქართული ტურიზმისთვის?

Trip.com Group საქართველო - ეს პარტნიორობა ქვეყნის ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სიდნეიში გამართულ 2026 Trip.com Group Global Partner Summit-ზე სპეციალური ჯილდო Strategic Partnership Destination of the…

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…