გადასვლა მთავარ შიგთავსზე
უცხოეთის სიახლეებიtravelnews.ge

ახლო აღმოსავლეთის ტურისტული ზარალი 56 მლრდ-ს გაუტოლდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
turistuli zarali
turistuli zarali

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, რეგიონის ტურისტული სექტორი კოლოსალურ ზარალს განიცდის.

კრიზისი განსაკუთრებით მწვავედ აისახა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, სადაც ათასობით ავიარეისი გაუქმდა, დუბაის აეროპორტი კი, რომელიც გასულ წელს 95.2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, პარალიზებულია.

სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი ჩვეული დონის 15–20%-მდე დაეცა. მხოლოდ ომის პირველ თვეში 226,5 ათასზე მეტი ჯავშანი გაუქმდა. მასშტაბური კონფერენციები და ღონისძიებები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, რის გამოც სასტუმროების პერსონალი იძულებით უხელფასო შვებულებაში გაუშვეს ან სამუშაო საათები შეუმცირეს.

შექმნილი ვითარების გამო, დუბაის ხელისუფლებამ ბიზნესის დასახმარებლად 272 მილიონი დოლარი გამოყო და ტურისტული მოსაკრებლის აკრეფა დროებით შეაჩერა.

Tourism Economics-ის მონაცემებით, თუ კონფლიქტი არ დარეგულირდება, 2026 წელს რეგიონში უცხოელი ტურისტების ნაკადი შესაძლოა 11–27%-ით შემცირდეს, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება დეკემბრის პროგნოზს, რომელიც 13%-იან ზრდას ვარაუდობდა.

უარეს შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთი 23–38 მილიონამდე ტურისტს დაკარგავს, ხოლო ტურისტული დანახარჯების შემცირებით გამოწვეული პირდაპირი ზარალი 34-დან 56 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ჯილდოს გადაცემა
თბილისი

საქართველო Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორია – რას ნიშნავს საერთაშორისო აღიარება ქართული ტურიზმისთვის?

Trip.com Group საქართველო - ეს პარტნიორობა ქვეყნის ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სიდნეიში გამართულ 2026 Trip.com Group Global Partner Summit-ზე სპეციალური ჯილდო Strategic Partnership Destination of the…

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…