სააღდგომოდ დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

damatebiti aviareisebi

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისი დანიშნა. 

დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 9 -14 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

9 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა -16:00 საათზე, მესტია-ნახატხარი გაფრენა – 17:20 საათზე

14 აპრილი: ნატახტარი – მესტია,  გაფრენა – 16:00 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 17:20 საათზე. 

შეგახსენებთ, 1 გზის ბილეთის ღირებულება ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარს შეადგენს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. 

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე: https://www.airports.ge/flight/list?page=2

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print