გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

Belavia საქართველოში ფრენების სიხშირეს ზრდის

ყველა სიახლეზე დაბრუნება
belavia
belavia

ბელარუსის ვიცე-პრემიერმა იური შულეიკომ თბილისში გამართულ ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ავიაკომპანია „ბელავია“ ზაფხულის პერიოდში თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ფრენების სიხშირეს გაზრდის. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი რეისების მაღალი დატვირთვით, რაც საშუალოდ 80 პროცენტს აღემატება.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტურიზმის სფეროში მზარდ დინამიკას და აღინიშნა, რომ 2025 წლის მონაცემებით, ბელარუსი საქართველოში ვიზიტორების რაოდენობით საუკეთესო ათეულში მე-7 ადგილს იკავებს, რამაც 150 ათასზე მეტი ტურისტი შეადგინა. ვიცე-პრემიერმა ასევე გამოხატა მზადყოფნა მინსკში სახალხო დღესასწაულის, „თბილისობის“ ჩატარების ტრადიციის აღდგენასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა სამეცნიერო-ტექნიკური, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონთაშორის თანამშრომლობასა და ბიზნესწრეებს შორის კავშირების გააქტიურებას. ამჟამად საქართველოსა და ბელარუსის ქალაქებსა თუ რეგიონებს შორის 17 შეთანხმებაა გაფორმებული, რომელთა კონკრეტული ეკონომიკური შინაარსით დატვირთვა და ერთობლივი საგამოფენო ღონისძიებების ჩატარება 2026 წლის პრიორიტეტად დასახელდა.

ავიანიუსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…