გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

გაუქმებული ფრენების ღირებულება სრულად დაბრუნებულია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
gauqmebuli frenebi
gauqmebuli frenebi

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სფერო აღმოჩნდა.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური დირექტორი გოგა ქუცნიაშვილი აცხადებს, ზოგადი სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, გაუქმებული პაკეტების რაოდენობა კი – საკმაოდ ბევრია.

„ორი სხვადასხვა მიმართულებით სრულად გაყიდული ჯგუფური ტურები გაგვიუქმდა და ამასთან, გაუქმებული ინდივიდუალური საცალო პაკეტების რაოდენობაც საკმაოდ ბევრია როგორც დუბაის, ასევე, სხვა მიმართულებებზე.

ავიაკომპანიებმა ინდივიდუალურად, თარიღების მიხედვით გააუქმეს რეისები. მაგალითად, „ეარ არაბიამ“ 21 მარტამდე სრულად გააუქმა რეისები საქართველოსა და სხვა ძალიან ბევრი მიმართულებით. რაც შეეხება „ფლაი დუბაისა“ და „კატარის ავიახაზებს“, აქ ორი დღით ადრე ხდება რეისების გაუქმება და შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი წინასწარი ინფორმაცია, როდის რა შეიცვლება“, – ამბობს გოგა ქუცნიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, გაუქმებული პაკეტებისა და ჯგუფური ტურების ღირებულება ავიაკომპანიის მხრიდან სრულად დაბრუნებულია, თუმცა ბევრად რთული მდგომარეობაა სასტუმროების კუთხით, მაგალითად, ვიეტნამის, ბალის, ტაილანდის მიმართულებებზე, სადაც თანხის დაბრუნებაზე სასტუმროები ძირითად შემთხვევაში თანხმობას არ იძლევიან.

„ევროპისა თუ თურქეთის მიმართულებითაც ბევრად უფრო ფრთხილი გახდა მომხმარებელი და თავს არიდებენ ამ მიმართულებებსაც მიუხედავად იმისა, რომ იქ დაძაბული მდგომარეობა არ არის“, – აღნიშნავს გოგა ქუცნიაშვილი.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…