პოლონეთი 2026-ის 9 ივნისამდე საჰაერო სივრცეს ნაწილობრივ კეტავს

polonetis sahaero sivrce

მომდევნო სამი თვის განმავლობაში პოლონეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე ნაწილობრივ დაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სააერონავიგაციო სააგენტოს პრესსამსახურზე დაყრდნობით მედია ავრცელებს.

საჰაერო მოძრაობის შეზღუდვა პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში 2026 წლის 10 მარტის 03:00 საათიდან (მოსკოვის დროით) ძალაში შევა და 2026 წლის 9 ივნისის 02:59 საათამდე გასტანს. აღნიშნული გადაწყვეტილება პოლონეთის შეიარაღებული ძალების მითითებით იქნა მიღებული.

დაზუსტებულია, რომ ეს ზომები არ შეეხება იმ საჰაერო ხომალდებს, რომლებიც სამგზავრო გადაყვანებს ახორციელებენ. ტექსტში განმარტებულია, რომ საუბარია ფრენების აკრძალვაზე პირველ რიგში იმ სიმაღლეზე, რომელიც 3 კილომეტრს არ აღემატება.

შეზღუდვები, რომელთა დაწესების ზუსტი მიზეზი არ არის დაკონკრეტებული, ასევე არ გავრცელდება სამხედრო თვითმფრინავებზე, სამოქალაქო უპილოტო საფრენ აპარატებზე, სახელმწიფოს მეთაურის კუთვნილ საჰაერო ხომალდებზე, სანიტარული ავიაციის ბორტებსა და სხვა რამდენიმე ტიპის საფრენ საშუალებაზე.

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print