ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში “არააუცილებელი” მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
სააგენტომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის შეფასება განაახლა და მათ უსაფრთხოების მე-3 დონე მიანიჭა.
სააგენტოს განცხადებაში წერია, რომ აშშ-ისრაელის მიმდინარე ოპერაციის ფონზე რეგიონში ირანის მხრიდან ისრაელელი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედების რისკი მაღალია.


