გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

კანიონებსა და მღვიმეებში შესვლის გადასახადი იზრდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
biletebis fasebi dacul teritoriebze
biletebis fasebi dacul teritoriebze

მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოს კანიონებისა და მღვიმეების ნაწილზე შესვლის გადასახადი იზრდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, გადასახადის ზრდა დაკავშირებულია ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობასა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესებასთან.

ამასთანავე, სააგენტოში განმარტავენ, რომ მათი მიზანია ვიზიტორთა ნაკადების ისე გადანაწილება, რომ დაცული ტერიტორიების ბუნებრივ რესურსებსა და ეკოლოგიურ გამტარუნარიანობას ზიანი არ მიადგეს.

„იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებსა და მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციებს დაქვემდებარებულ ობიექტებზე ახალი სატარიფო პოლიტიკა ძალაში შედის 2026 წლის 1-ელი აპრილიდან, რაც ითვალისწინებს საფასო პოლიტიკის კორექტირებას. ზემოთ აღნიშნული ცვლილებები დაკავშირებულია ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობასთან, მართვის მექანიზმების გაუმჯობესებისა და ვიზიტორთა ნაკადების გადანაწილების მიზნებიდან გამომდინარე, ისე, რომ დაცული ტერიტორიების ბუნებრივ რესურსებსა და ეკოლოგიურ გამტარუნარიანობას ზიანი არ მიადგეს, ხოლო ტურიზმის განვითარება განხორციელდეს მდგრადობის პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით.

დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნულის პარალელურად, ასევე 1 აპრილიდან ამოქმედდება „კომბო“ ბილეთების სისტემა, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა დაცული ტერიტორიის მონახულება უფრო ბიუჯეტურად იქნება შესაძლებელი. ინიციატივის მიზანია ვიზიტორებისთვის ფინანსური დანახარჯის შემცირება – ისინი შეძლებენ ბიუჯეტურ ფასად შეიძინონ რამდენიმე ტერიტორიის ბილეთი ერთი პაკეტით, ასევე „კომბო“ ბილეთები ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების თანაბარ გადანაწილებას, დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას“, – აცხადებენ სააგენტოში.

დამატებითი ინფორმაციი სანახავად ეწვიეთ ბმულს: 1 აპრილიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებს კომბინირებული ბილეთების სისტემა “კომბო” – შესთავაზებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…