2026 წელს ტურიზმის შემოსავლები  $5 მლრდ-ს მიაღწევს

shemosavlebi turizmidan

Galt & Taggart-ი 2026 წელს ტურიზმის შემოსავლების  5.0 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის კვლევაშია ნათქვამი. 

მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა მოსალოდნელ (4.9 მლრდ აშშ დოლარი)  შედეგთან  შედარებით გაზრდილია. 

“სებ-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2025 წლის მე-4 კვარტალში. ჯამურად, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.7 მლრდ აშშ დოლარს (+6.0% წ/წ) გაუტოლდა, რაც მცირედით აღემატება ჩვენს წინასწარ შეფასებას,”-ნათქვამია  Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. 

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები