გადასვლა მთავარ შიგთავსზე
მცხეთა - მთიანეთიtravelnews.ge

კარგი სეზონია, მოთხოვნა დიდია – Hotel Carpe Diem Gudauri

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Hotel Carpe Diem Gudauri
Hotel Carpe Diem Gudauri

სასტუმრო Hotel Carpe Diem Gudauri მიმდინარე ზამთრის ტურისტული სეზონის სტარტით კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ თუ ამინდი ხელს არ შეუშლის, სეზონი წარმატებით ჩაივლის და კურორტს უფრო მეტი სტუმარი ეყოლება.

„კარგი სეზონია, მოთხოვნა დიდია და დატვირთულობაც ძალიან კარგია. ახალი წლის პერიოდში სასტუმრო შარშანაც სავსე იყო. ამ ეტაპზე რთულია კონკრეტული პროგნოზების გაკეთება – ყველაფერი დამოკიდებულია ამინდზე. ბოლო პერიოდში ამინდი სერიოზულად გვიშლის ხელს, თუმცა სტარტი ნამდვილად კარგია.

ადგილობრივების გარდა აქტიურობენ უცხოელებიც. ძირითადად სტუმრები ისრაელიდან არიან, რაც ჩვენს შემთხვევაში წინასწარ ჯავშნებს უკავშირდება. ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები საშუალოდ 5–7 დღე რჩებიან, ხოლო ადგილობრივები დაახლოებით 2 ღამეს“, -განაცხადა Hotel Carpe Diem Gudauri-ს გენერალურმა დირექტორმა ილია ბარბაქაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე გუდაურში მდებარე სასტუმრო Carpe Diem-ს მომსახურების ტარიფების გაზრდაც მოუწია.

„მიმდინარე წელს ფასების ზრდაც მოგვიწია, დაახლოებით 10%-ით, რაც გაზრდილ ხარჯებს უკავშირდება: გაიზარდა ხელფასები, გაიზარდა პროდუქტებზე ფასები და მეც მიწევს ტარიფების გაზრდა“, – აცხადებს სასტუმროს დირექტორი.

Carpe Diem Gudauri-ს გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ კურორტისთვის აუცილებელია ისეთი აუდიტორიის მოზიდვა, რომელიც ზამთრის დასვენებას ანიჭებს უპირატესობას.

„საჭიროა ისეთი ტურისტების მოზიდვა, რომლებმაც იციან, რა არის ზამთრის ტურიზმი. ვგულისხმობ სამიზნე აუდიტორიაზე უფრო მეტად აქცენტირებას, რადგან კურორტზე შემოდის ისეთი ტურისტიც, რომელსაც ზამთრის კურორტის სპეციფიკა არ აქვს გაცნობიერებული. ვფიქრობ, კერძო სექტორი ტურისტების მოსაზიდად მაქსიმუმს აკეთებს. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველა არსებულ რესურსს ვიყენებთ იქნება ეს შიდა თუ გარე რეკლამა, რათა ჩვენი ხმა სამიზნე აუდიტორიას მივაწვდინოთ“.- აცხადებს ილია ბარბაქაძე.

სასტუმრო Carpe Diem Gudauri 2011 წელს გაიხსნა და 61 სასტუმრო ნომერს აერთიანებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…