გადასვლა მთავარ შიგთავსზე
მცხეთა - მთიანეთიtravelnews.ge

გუდაურში გაუწმენდავი გზების პრობლემამ ბიზნესი დააზარალა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
gudauris problemebi
gudauris problemebi

ზამთრის სეზონზე გუდაურში გზების მდგომარეობა კვლავ პრობლემად რჩება, რაც როგორც ბიზნესში ამბობენ, კურორტის რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახება და ეკონომიკურ ზარალსაც იწვევს.

სასტუმროების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ახალი წლის დღეებში ხელისუფლებამ დათოვლილი გზების დროული გაწმენდა ვერ მოახერხა, რის გამოც დამსვენებლებმა კურორტზე ფიზიკურად ვეღარ მიაღწიეს. შედეგად, სასტუმროებს მასობრივად გაუუქმდათ ჯავშნები და სტუმრებისთვის თანხის დაბრუნება გახდა აუცილებელი.

კერძო სექტორი წლებია ითხოვს, რომ სახელმწიფომ გუდაურსა და ბაკურიანში სპეციალური ტექნიკა მოაბილიზოს, თუმცა, მათი შეფასებით, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.

“ტექნიკა უნდა იყოს იქ გამაგრებული და ეს ტექნიკა უნდა იყოს არაგაფუჭებული, ძალიან მარტივია ამის ორგანიზება, ლოჯისტიკა უნდა არსებბობდეს. ზამთარზე ვართ დამოკიდებული ძირითადად, განსაკუთღებით ახალ წლებზე, იმიტომ, რომ ახალი წლების დღეებია, რომელმაც ჩვენ ის დანაკლისები, ის ხარჯები უნდა შეავსოს, რა ხარჯებიც ჩვენ ზაფხულში გვაქვს. ეს არის ეკონომიკური და რეპუტაციული დარტყმა,” – ამბობს მაია მურაჩაშვილი. 

ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, სირთულეები არსებობს არა მხოლოდ ცენტრალურ გზაზე, არამედ შიდა გადაადგილებაშიც, რაც ტურისტული მომსახურების ხარისხს დამატებით აზარალებს. 

tvpirveli.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…