იტალიაში ტურისტული გადასახადი ძაღლებზეც დაწესდება

bolzano alpine city

მომავალი წლიდან იტალიის ქალაქი ბოლცანო დღიურ გადასახადს არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ ძაღლებსაც დააკისრებს, რომლებიც მათთან ერთად მგზავრობენ. გადასახადი 1,50 ევრო იქნება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ქალაქის ოფიციალური პირები თავიანთ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ ბევრი ვიზიტორი შინაური ცხოველების შემდეგ არ ალაგებს ადგილს. შეგროვებული გადასახადი ქუჩების დასუფთავებას და ძაღლებისთვის სპეციალური სასეირნო ადგილების შექმნას მოხმარდება.

ქალაქის მცხოვრებლების აზრი გადასახადთან დაკავშირებით გაიყო. ნაწილი ამას გონივრულად და მიზანშეწონილად მიიჩნევს, სხვები ფიქრობენ, რომ გადასახადმა შესაძლოა ტურისტები დააფრთხოს.

ცხოველთა უფლებების დამცველებმაც კატეგორიულად გააპროტესტეს ეს გადაწყვეტილება. მათი თქმით, ცხოველები ფუფუნებას კი არა, ოჯახის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. 

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print