მსოფლიოს საუკეთესო ბარების 2025 წლის რეიტინგი გამოქვეყნდა

msoflios sauketeso barebi

განახლდა The World’s 50 Best Bars-ის 2025 წლის რეიტინგის შედეგები, რომელიც მოიცავს მსოფლიოს კოქტეილის კულტურის უმნიშვნელოვანეს დაწესებულებებს. ეს ტოპ-სია 2009 წლიდან არსებობს და შედგენილია 800-ზე მეტი ბარმენის, კრიტიკოსისა და ინდუსტრიის სპეციალისტის ხმის საფუძველზე.

რეიტინგის პირველ ადგილზე გავიდა „Bar Leone“ ჰონგ-კონგიდან. ბარი, რომელიც 2023 წელს იტალიელმა ლორენცო ანტინორიმ გახსნა, შთაგონებულია ტრადიციული რომაული დაწესებულებების ატმოსფეროთი და ცნობილია თავისი ხელოსნური მიდგომით.

რეკომენდებული: „Bar Leone“-ში სტუმრებს ურჩევენ, დააგემოვნონ საფირმო „Bellini“ და დაწესებულების სავიზიტო ბარათი — ხელნაკეთი სენდვიჩები მორტადელათი.

რეიტინგის მეორე ადგილი დაიკავა „Handshake Speakeasy“-მ მეხიკოდან, რომელიც ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბარად ითვლება. დაწესებულება აერთიანებს გეტსბის ეპოქის ესთეტიკასა და თანამედროვე მიქსოლოგიას. მისი მენიუ გამოირჩევა ექსპერიმენტული კოქტეილებით, მაგალითად, გამჭვირვალე „Piña Colada“ და საფირმო „Fig Martini“.

მესამე ადგილი კი ესპანეთში, ბარსელონას ბარმა „Sips“-მა დაიკავა. „Sips“ 2023 წლის გამარჯვებულიც იყო და წელსაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ინოვაციური მიდგომისა და ეფექტური სერვირების წყალობით. შემოქმედები, სიმონე კაპორალე და მარკ ალვარესი, ყოველ კოქტეილს სანახაობად აქცევენ.

მსოფლიოს 10 საუკეთესო ბარი (2025 წელი):

  1. Bar Leone, ჰონგ-კონგი, ჩინეთი
  2. Handshake Speakeasy, მეხიკო, მექსიკა
  3. Sips, ბარსელონა, ესპანეთი
  4. Paradiso, ბარსელონა, ესპანეთი
  5. Tayēr + Elementary, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
  6. Connaught Bar, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
  7. Moebius Milano, მილანი, იტალია
  8. Line, ათენი, საბერძნეთი
  9. Jigger & Pony, სინგაპური
  10. Tres Monos, ბუენოს-აირესი, არგენტინა.

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print