წინასწარი შეფასებით, 2025 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტით განისაზღვრა.
“საქსტატის” მონაცემების თანახმად, 2025 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.


