გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

2025 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემები ცხადყოფს უპრეცედენტო ზრდას საქართველოს საავიაციო სექტორში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
levan moseshvili
levan moseshvili

2025 წლის წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები რეკორდული რაოდენობის მგზავრსა და რეისებს მოემსახურნენ. იანვარ-სექტემბრის განმავლობაში განხორციელებული  ფრენების რაოდენობა ჯამურად, (28 681) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების (24 348) რაოდენობას.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში ისტორიულად მაღალი მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა დაფიქსირდა.  იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები 6 489 755 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (5 682 304) რაოდენობას 14%-ით მეტია. 

,,2025 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემები ცხსდყოფს უპრეცედენტო ზრდას საქართველოს საავიაციო სექტორში. ჩვენი აეროპორტები 6 ნახევარ მილიონამდე მგზავრს  მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

ფრენების და მგზავრთნაკადის ზრდა ნათლად ასახავს ჩვენი სწორად დაგეგმილი საავიაციო პოლიტიკის შედეგს და იმ დინამიკურ განვითარებას, რომელიც საქართველოს რეგიონში კიდევ უფრო გამორჩეულ პოზიციაზე აყენებს,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა. 

იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4 067 202 მგზავრს მოემსახურა და ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 12%-ი შეადგინა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 9 თვეში 1 407 814 მგზავრი მიიღო და მოემსახურა, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს. ყველაზე მაღალი ზრდა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა, კერძოდ, 9 თვეში აეროპორტი 995 099 მგზავრს მოემსახურა, რაც შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 32%-ით მეტია. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…