გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მგზავრების რაოდენობა 12.8%-ით გაიზარდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Flynas
Flynas

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საუდის არაბეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მინისტრის მოადგილეს, აჰმედ ბინ სუფიან ალ-ჰასანს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა. აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის 2019 წელს გაფორმებულ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში შეთანხმებაზე, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადისა და საჰაერო მიმოსვლის ზრდას – მიმდინარე წლის 9 თვის მდგომარეობით, საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12.8%-ით, შეთანხმების გაფორმებამდე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას კი თითქმის 9-ჯერ აღემატება. ამჟამად, ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლას საუდის არაბეთის ავიაკომპანია “Flynas”-ი 2 მიმართულებით, კვირაში 7 სიხშირით ასრულებს.

“საუბარი შეეხო აგრეთვე საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ 2021 წელს ქვეყნებს შორის გაფორმდა მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ მემორანდუმი, რაც ქართველ მეზღვაურებს საშუალებას აძლევს, დასაქმდნენ და იმსახურონ საუდის არაბეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. აგრეთვე მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები საზღვაო განათლების, საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების და მწვანე ტრანსპორტის კუთხით.

შეხვედრას დაესწრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…