პრემიერი ბათუმის აეროპორტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

kobakhidze batumis aeroportshi

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.


თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი ADP ჯგუფის წევრი “ტავ ჯორჯიას” გენერალურმა მენეჯერმა მთავრობის მეთაურს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თეა ზაქარაძის თქმით, მიმდინარე წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა, ასევე კომპანიამ შეიძინა ახალი ტექნიკა.


მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს იგეგმება მგზავრთა დახვედრის ზონისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში კომპანიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები