ევროპის პოპულარული ტურისტული ქალაქები და ღირსშესანიშნაობები ახალ ზომებს აწესებენ, რათა ტურიზმის ნეგატიური გავლენა შეამცირონ. ადგილობრივი ხელისუფლებები ამკაცრებენ წესებს, რათა დაიცვან კულტურული მემკვიდრეობა, შეინარჩუნონ სისუფთავე და შეამცირონ ხმაური. დამრღვევებს დიდი ჯარიმები ემუქრებათ.
იტალია
იტალიის ქალაქები ტურისტების მიმართ განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენენ:
- ვენეცია: კანალებში ცურვა, ისტორიულ შენობებზე ჯდომა და ტურისტული ჯგუფებისთვის ხმამაღალი მეგაფონების გამოყენება აკრძალულია. ჯარიმები 50-დან 500 ევრომდე მერყეობს.
- რომი: „მარადიულ ქალაქში“ ცნობილ შადრევნებში ბანაობა, უჩვეულო ადგილებში პიკნიკის მოწყობა და საზოგადოებრივი ადგილებში სასმელის მოხმარება აკრძალულია. ჯარიმა 450 ევრომდე აღწევს.
- ფლორენცია: კიბეებზე ან ქუჩებში ჯდომა, აგრეთვე ტროტუარებზე საკვების მოხმარება, 500 ევრომდე დაჯარიმდებით.
ესპანეთი
ესპანეთში ყველაზე მკაცრი ზომები ბარსელონაში მოქმედებს. ქუჩებში სასმელის დალევა აკრძალულია, ხოლო მათ, ვინც ქალაქში ნახევრად შიშველი გადაადგილდება, 300 ევრომდე ჯარიმა ემუქრება. პალმა-დე-მალიორკაში საზოგადოებრივ ადგილებში სასმელის დალევა დაუშვებელია.
საბერძნეთი
საბერძნეთში აკროპოლისზე ვიზიტორების რაოდენობა შეზღუდულია. დღეში მხოლოდ 20,000 ტურისტს აქვს ძეგლზე ასვლის უფლება, რათა ისტორიული ადგილი გადატვირთულობისგან დაიცვან.
საფრანგეთი
პარიზში ზაფხულის განმავლობაში, ტურისტებისთვის სენის სანაპიროზე ალკოჰოლის მოხმარება აკრძალულია. ასევე, მალე დაინერგება შემოწმების სისტემა, რათა მგზავრებს ევროპის სხვა ქალაქებში მატარებლის ბილეთების ფასების ცვლილებების შესახებ წინასწარ ეცნობოთ.
ამ მკაცრი წესების დაწესება ევროპული ქვეყნების მცდელობაა, შეინარჩუნონ ბალანსი ტურიზმის ეკონომიკურ სარგებელსა და კულტურული თუ ეკოლოგიური გარემოს დაცვას შორის. მოგზაურებს მოუწოდებენ, მოგზაურობის დაგეგმვამდე შეამოწმონ უახლესი რეგულაციები და პატივი სცენ ადგილობრივ კანონებს.
ავიანიუსი


