გურია პირველად უმასპინძლებს გემო ფესტს

Gemo Fest Guria 2025

23-24 აგვისტოს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი გემო ფესტი გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს. უკვე შეირჩა 13 მონაწილე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.

გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

მუსიკოსთა პარკში მოეწყობა კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ფესტივალი მუსიკალურადაც გაფორმდება.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები