Azimuth სოჭი-ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს

Azimuth, Red Wings,

რუსული ავიაკომპანია Azimuth 1-ლი აგვისტოდან სოჭსა და ბათუმს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს იწყებს. როგორც რუსული მედია წერს, ეს სიახლე მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოგზაურობას ამ ორ პოპულარულ კურორტულ ქალაქს შორის.

რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათობით და პარასკევობით შესრულდება. სამშაბათობით თვითმფრინავები სოჭიდან ბათუმის მიმართულებით 17:30 საათზე გაფრინდებიან, ხოლო პარასკევს რეისი 18:30 საათზე იქნება დაგეგმილი. ფრენის სავარაუდო ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ Azimuth-მა ცოტა ხნის წინ ნალჩიკიდან სოჭში დამატებითი რეისების დაწყების შესახებ განაცხადა, რომლებიც ასევე აგვისტოდან, სამშაბათობითა და შაბათობით შესრულდება.

ეს ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და გაამარტივებს გადაადგილებას მგზავრებისთვის, რომლებიც შავიზღვისპირეთის კურორტებზე დასვენებას გეგმავენ.

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები