FlyArystan -ი ქუთაისში ფრენების სიხშირეს ზრდის

FlyArystan

ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ FlyArystan ივლისის განმავლობაში გააფართოვა ფრენების განრიგი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრში — ქუთაისში. განახლებული პროგრამა 2025 წლის 1-ლი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იქნება ძალაში და მოიცავს დამატებითო რეისებსა და არსებულების სიხშირის 20-დან 60 პროცენტამდე გაზრდას, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს და დააიაფებს მოგზაურობას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მგზავრებისთვის.

განრიგი ქუთაისის მიმართულებით:

  • ათირაუ – ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას;
  • აქტაუ – ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს;
  • შიმკენტი – ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს;
  • ასტანა – ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას.

რეისები ქუთაისიდან:

  • ათირაუ – ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას;
  • აქტაუ – სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას;
  • შიმკენტი – ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს;
  • ასტანა – ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას.

რაც შეეხება ალმათიდან ქუთაისში ფრენებს, ისინი ივლისის განმავლობაშიც უცვლელი განრიგით გაგრძელდება — კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია FlyArystan-ის მობილური აპლიკაციით, ოფიციალურ ვებგვერდზე www.flyarystan.com და სხვა ხელმისაწვდომი არხებით. სტანდარტული ტარიფი მოიცავს ერთ ხელბარგს (არაუმეტეს 5 კგ, ზომებით 56 x 23 x 36 სმ) და შემთხვევით შერჩეულ ადგილს ბორტზე. ავიაკომპანია მგზავრებს ურჩევს ბილეთებისა და დამატებითი მომსახურებების ონლაინ შეძენას, რაც ხარჯების 70%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა.

ავიაკომპანიის შესახებ

FlyArystan არის ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და Air Astana Group-ის 100%-იანი შვილობილი კომპანია. მან ოპერირება 2019 წლის მაისში დაიწყო, ხოლო 2025 წლის იანვრიდან მიიღო დამოუკიდებელი საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი და ფუნქციონირებს FS კოდის ქვეშ.

ავიაკომპანია ახორციელებს ფრენებს Airbus A320 ტიპის თანამედროვე ფლოტით და ფლობს ბაზებს ალმათში, ასტანასა და აქტაუში. მისი მარშრუტების ქსელი მოიცავს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო და ჩარტერულ რეისებს.

FlyArystan-ს აღიარება სამჯერ მოეპოვა Skytrax World Airline Awards-ის ფარგლებში და დაჯილდოებული იქნა, როგორც ცენტრალური აზიისა და დსთ-ის საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2023, 2024 და 2025 წლებში.

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები