საქართველოს საქმიან ტურიზმს ლიონში გაეცნენ

mice tourism

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენცნიო და საგამოფენო ბიურომ საფრანგეთში, ლიონში, საერთაშორისო „როუდშოუში“ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება ტურიზმისა და ავიაციის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ Aviareps გამართა.

“როუდშოუს“ ფარგლებში, საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

მოლაპარაკებები შედგა წამყვან კომპანიებთან, საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარების მიზნით.

“როუდშოუს“ მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან 80 ტუროპერატორი ესწრებოდა.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები