იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს პოტენციალს გაეცნენ

italieli jurnalistebi

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიიდან მედიის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა. 10 კაციანი ჯგუფისთვის საინფორმაციო ტური იტალიაში, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით შედგა.

იტალიელი ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, წინანდალს, ალავერდს, ნაფარეულს, ბოლნისს, მცხეთასა და უფლისციხეს ესტუმრნენ.

მედია ტურის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს კულტურულ ძეგლებს, ტურისტულად საინტერესო ადგილებსა და სასტუმროებს. მედიისა წარმომადგენლები ქართული სამზარეულოს, ღვინის, კულტურისა და ბუნების შესახებ  დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ.

სოციალური ქსელებით კი  გამოქვეყნდება  სტატიები და ბლოგები, სადაც იტალიელი მოგზაურები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები