გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

“უცხოელები ბიო მევენახეობით არიან დაინტერესებული”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
bio mevenakheoba
bio mevenakheoba

საქართველოში ბიო მევენახეობის მიმართულება, სულ უფრო აქტუალური და პოპულარული ხდება.  როგორც ხელვაჩაურის რაიონ, სოფელ ერგეში მდებარე მარან “ჩხაველის” თანადამფუძნებელი, მაკა თედორაძე “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, მიმდინარე ტენდენციას მევენახეების დიდმა ნაწილმა უნდა აუწყოს ფეხი, რადგან უცხოელ მომხმარებლებს ორგანული, ჯანსაღი პროდუქტის მიწოდება სურთ.

მაკა თედორაძის ინფორმაციით, საქართველოში ბიო მევენახეობის განვითარება, განსაკუთრებით დასავლეთში დიდ გამოწვევებსაც უკავშირდება.

“წინა წლებთან შედარებით, გაცილებით უფრო განვითარებული ვართ. ბიო მევენახეობის ჭრილში, რომ ვისაუბროთ, აღნიშნული მიმართულება უფრო პოპულარული და დახვეწილი ხდება – რაც მისასალმებელია. ჩვენთან დასავლეთში, ბიო მევენახეობას, რომ მოჰკიდო ხელი, სირთულეებს უკავშირდება. პირველ რიგში, ხშირად უხვი ნალექი გვაქვს, შესაბამისად, ვაზზე დიდი მზრუნველობაა საჭირო. ამასთან, ვენახის ბიო პრეპარატებით შეწამვლა აუცილებელია, რაც საბოლოო ჯამში, დიდ ხარჯებს უკავშირდება. უნდა აღინიშნოს, რომ სწორი მოქმედების შემთხვევაში, ისეთ კარგ მოსავალს მიიღებ, რომელიც რაოდენობრივად ბევრი არ არის, მაგრამ ძალიან ხარისხიანია. საერთო ჯამში, ბიო მევენახეობას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს. ხარისხზე მუდმივად უნდა ვიზრუნოთ, მეტ-ნაკლებად მეღვინეობაში, ვინც ერკვევა ხარისხის გარჩევა ძალიან მარტივია. რაც შეეხება ბაზარს, ჩვენ დეგუსტაციაზე ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის არ გვყოლია, ხოლო უცხოელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ორგანული, ჯანსაღი იყოს – ნაკლები ჩარევით…

უცხოელებს აღნიშნული მიმართულება ძალიან აინტერესებთ, შესაბამისად, ჩვენც გვინდა, რომ მიმდინარე ტენდენციას ფეხი ავუწყოთ და ვცდილობთ ბიო მევენახეობის განვითარებაში, საკუთარი წვლილი შევიტანოთ”, – აღნიშნავს მაკა თედორაძე.

ცნობისთვის, ხელვაჩაურის რაიონ, სოფელ ერგეში მდებარე მარანი „ჩხაველი“ ბათუმიდან 11 კმ-ში მდებარეობს. ოჯახური ტიპის მარანი 4 სახეობის ღვინოს: “ჩხავერს”, “ცოლიკაურს”, “საფერავსა” და “ქისს” აწარმოებს.  ვენახი 2 000 კვ მეტრზეა გაშენებული.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…