ბათუმის მახლობლად, ზღვისპირა გონიოში, საქართველოს დეველოპერული კომპანია “Pontus” ახორციელებს მასშტაბურ სასტუმრო პროექტს — Pontus Rotana Resort & Spa, Gonio. ეს იქნება საქართველოში პირველი, სრულად მართული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ქალაქიდან მხოლოდ 20 წუთის დაშორებით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი “Rotana” უხელმძღვანელებს. მისი გახსნა დაგეგმილია 2027 წელს.
პროექტი ხორციელდება მსოფლიოში აღიარებულ სასტუმროების მმართველ კომპანიასთან, Rotana-სთან პარტნიორობით. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული ეს ბრენდი ოპერირებს 24 ქვეყნის 46 ქალაქში. ესენია: ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, აღმოსავლეთ ევროპა, თურქეთი და სხვა.
გონიოს სასტუმროში განთავსდება 546 ნომერი, რომლებიც გათვლილია როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სტუმრებზე. სასტუმროს მინიმუმ 20 წლის განმავლობაში Rotana უხელმძღვანელებს, რომელიც სტუმართმოყვარეობის სფეროში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.

მშენებლობის პროგრესი და ბაზრის მოცემულობა
სასტუმროს მშენებლობა 2023 წლის სექტემბერში დაიწყო. ამჟამად 28 სართულიდან 24 უკვე დასრულებულია. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “Cushman & Wakefield”-ის შეფასებით, პროექტის მოსალოდნელი წლიური სარგებლის მაჩვენებელი (ROI) 13%-მდეა, ხოლო საინვესტიციო ზრდის პოტენციალი დაახლოებით 40%-ს 2026 წლის ბოლოსთვის მიაღწევს, მშენებლობის დასრულებამდე.
პროექტი საქართველოში მაღალი კლასის სასტუმრო ინფრასტრუქტურის მზარდ მოთხოვნას პასუხობს. ტურისტთა რაოდენობის მუდმივი ზრდის ფონზე, რეგიონში სასტუმრო ნომრების რაოდენობა კვლავ შეზღუდულია, განსაკუთრებით — 5-ვარსკვლავიან სეგმენტში. CTR Global-ის მონაცემებით, ბათუმის სასტუმროების საშუალო დატვირთულობა პანდემიის შემდგომ პერიოდში დაახლოებით 67%-ი იყო, ხოლო საშუალო დღიური ტარიფი (ADR) 2023 წელს 111 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 40%-ით აღემატება აპარტამენტების ფასს. ვიზიტორების რაოდენობა საწოლების რაოდენობასთან შედარებით კვლავ დაბალია, რაც ამ მხრივ განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებზე მიანიშნებს.

პროექტის მახასიათებლები
Pontus Rotana Resort & Spa, Gonio მომავალში გააერთიანებს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის კი იქნება:
- ღია და დახურული საცურაო აუზები
- რამდენიმე რესტორანი და ბარი
- საკონფერენციო ოთახები და მოსასვენებელი სივრცეები
- პანორამული სახის ტერასა, სახურავზე
- სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი
- კაზინო და კერძო სანაპირო
მშენებლობისა და სასტუმროს ოპერირების პროცესში შეიქმნება 400-ზე მეტი სამუშაო ადგილი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობაში. ეს ყოველივე საზოგადოებისთვის ახალი შესაძლებლობების წინაპირობა გახდება

საინვესტიციო სტრუქტურა
პროექტი მთლიანად პასიურ სარგებელზეა გათვლილი. სასტუმროს მართვაზე პასუხისმგებლობას სრულად Rotana იღებს, ინვესტორები კი შემოსავალს სასტუმროს მთლიანი ოპერირებიდან მიიღებენ და არა მხოლოდ კონკრეტული ნომრისგან. ისინი სრულიად თავისუფლები იქნებიან დამატებითი ხარჯებისგან, მართვაში მონაწილეობის მიღებისა და ყველა სხვა წვრილმანი პასუხისმგებლობისგან.
მთავარი პირობები მოიცავს:
- გრძელვადიან მართვას საერთაშორისო ბრენდის მხრიდან
- გამჭვირვალე ფინანსურ გაანგარიშგებას
- უკან გამოსყიდვის შესაძლებლობას
- მოქნილ გადახდის გრაფიკს
დაინეტერესებული ინვესტორები ძირითადად მოდიან არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, კატარიდან და საუდის არაბეთიდან. ხშირია რამდენიმე ნომრის ერთბაშად შეძენის შემთხვევაც.
Rotana-ს შემოსვლა საქართველოში
“Rotana”-ს პარტნიორობა “Pontus”-თან წარმოადგენს კომპანიის გლობალური გაფართოების სტრატეგიის ნაწილს. გონიოს სასტუმრო არის ერთ-ერთი იმ 30 ახალი პროექტიდან, რომელის გახსნასაც ბრენდი მსოფლიო მასშტაბით გეგმავს უახლოესი 3 წლის განმავლობაში.
როგორც Rotana-ს საოპერაციო დირექტორმა Eddy Tannous-მა აღნიშნა, “Pontus Capital”– ი პარტნიორად მისი ძლიერი ადგილობრივი პოზიციის, პროფესიონალიზმისა და ხარისხიანი პროექტების წარმატებით განხორციელების გამო შეირჩა. ეს თანამშრომლობა ასევე ასახავს ქართულ-არაბული ურთიერთობის გაძლიერებას ტურიზმისა და ბიზნესის მიმართულებით.
პარტნიორობის ოფიციალური შეთანხმება 2023 წლის 26 მაისს გაფორმდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
შეჯამება
Pontus Rotana Resort & Spa, Gonio დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სასტუმრო პროექტია საქართველოში. საერთაშორისო სასტუმროების გამოცდილების მხარდაჭერით და ბაზრის მკაფიო მოთხოვნის გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის სანაპიროზე მაღალი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურის ახალი სტანდარტის დამყარებას. ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ გრძელვადიან, პასიურ შემოსავლის შესაძლებლობებს განვითარებად ბაზრებზე, ეს პროექტი სთავაზობს სტრუქტურირებულ და პროფესიონალურად მართულ საინვესტიციო გზას.
ან იხილეთ მეტი Pontus.ge-ზე