გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

სასტუმროების ფასი თბილისში შემცირდა, ბათუმში გაიზარდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
batumi
batumi

2025 წლის პირველ კვარტალში, თბილისში სასტუმროს საშუალო ფასი (ADR)  88$-დან 82$ -მდე შემცირდა, ხოლო დატვირთულობა იგივე დარჩა- 39.7%,- ამის შესახებ Galt & Taggart-ის ტურიზმის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.

საპირისპირო სურათია ბათუმში, სადაც გაზდილია როგორც საშუალო ფასი, ისე სასტუმროს ნომრების დატვირთულობა. ბათუმის სასტუმროების დატვირთულობა 40.1%-დან 49.8%-მდე, ხოლო საშუალო ფასი 75-დან 78$ გაიზარდა. Galt & Taggart-ის შეფასებით, აღნიშნული ზრდა ძირითადად ისრაელის მოქალეების ვიზიტით იყო გამოწვეული.

რაც შეეხება სამოგზაურო პლატფორმა  Airbnb-ის მონაცემებს,  აღნიშნული ინფორმაცია კიდევ უფრო უსვამს ხაზს ორს ქალაქს შორის განსხვავებულ ტენდენციებს. კერძოდ: თბილისში დაჯავშნილი ღამეები მცირედით გაიზარდა (+0.8%, 115.5 ათას ღამემდე), მაგრამ ფასი შემცირდა (-3.9%, 48$-მდე ). ბათუმში კი გაიზარდა როგორც მოთხოვნა (+3.8%, 41.9 ათასი ღამე), ისე ფასი (+12.0%, 34$-მდე ).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…