გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ტავ ჯორჯია ახალი მიმართულებების განვითარებაზე მუშაობს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Routes Europe
Routes Europe

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები წარმოდგენილნი არიან საერთაშორისო პლატფორმა Routes Europe 2025-ზე, რომელიც ესპანეთის ქალაქ სევილიაში იმართება – ინფორმაციას ტავ ჯორჯია ავრცელებს.

„ტავ ჯორჯიასა და TAV Airports Holding-ის გუნდი ავიაკომპანიებსა და აეროპორტების ოპერატორებს საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტის სერვისებსა და პოტენციალს აცნობს.

ტავ ჯორჯიამ  გამართა ათობით შეხვედრა, მათ შორის ისეთ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა Vueling,  Austrian Airlines, Air India, Edelweiss, Cyprus Airways, Finnair, Scandinavian Airlines (SAS), Easyjet, Air Serbia, Air Cairo  და სხვა. ასევე,  პოლონური აეროპორტების მმართველ Polish Airports-თან. აღნიშნული ავიაკომპანიების  ნაწილი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე ოპერირებს, ნაწილს კი შეხვედრების ფარგლებში  ტავ ჯორჯიას მომსახურებასა და თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების უპირატესობებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.

Routes Europe რეგიონის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა საავიაციო სფეროში. ეს არის პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ავიაკომპანიებს,  აეროპორტებს, ტურიზმის სფეროსა და ავიაციის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს  სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ჩართულნი არიან ევროპის საჰაერო კავშირების განვითარების პროცესში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ტავ ჯორჯია მუდმივად მუშაობს  მის მართვაში მყოფი ორი აეროპორტიდან ახალი მიმართულებების განვითარებაზე, განსაკუთრებით კი ევროპულ მარშრუტებზე. კომპანია უკვე 20 წელია საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებს და  ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტის აშენებასა და განვითარებაში 230 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…