British Airways -მა ფრენების დაწყებამდე დეტალები დააზუსტდა

British Airways

ლონდონის მიმართულებით ფრენების დაწყებამდე ცოტა დრო რჩება და British Airways-ის წარმომადგენლები ბოლო ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვივნენ. ორდღიანი ვიზიტის ფარგლეში მათ სხვადასხვა შეხვედრა გამართეს და ადგილზე გაეცნენ თბილისის აეროპორტის სერვისებს.

British Airways-ის წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ს წარმომადგენლებს. მათ გაცვალეს ინფორმაცია და მოთხოვნები საოპერაციო და სახმელეთო მომსახურების ნაწილში.

ასევე, გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი ავიაკომპანიის თანამშრომლებს TAV Georgia-ს წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეგისტრაციისა და საპასპორტო კონტროლის ზონები, გასასვლელები და პრაიმკლას დარბაზი დაათვალიერებინეს.

British Airways-ი თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით ფრენებს 31 მარტიდან იწყებს. პირდაპირი რეგულარული ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ჰითროუს აეროპორტს შორის კვირაში ოთხჯერ შესრულდება.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები