ჩიხირთმა ქათმის სუპების მსოფლიო ათეულშია

chikhirtma

საერთაშორისო გასტრონომიულმა ჟურნალმა TasteAtlas-მა ქათმის საუკეთესო სუპების სია გამოაქვეყნა.

top-ათეულში მეცხრე ადგილზეა ჩიხირთმაა, 4.2 ქულით. 

ათეულში პირველი ადგილი ტაილანდურ სუპს ერგო, შემდეგ პოზიციებს ინაწილებენ: რუმინეთის, ლამონგანის, სერბეთის, პოლონეთის, სალვადორის, ვიეტნამის, კოლუმბიის კერძები. ათეულში ბოლო მეათე ადგილს, ქართული ჩიხირთმის შემდეგ,იკავებს ქათმის რუმინული სუპი. 

“ესაა არის სურნელოვანი და გულიანი ქართული წვნიანი, რომელიც მიჩნეულია, რომ შესანიშნავი წამალია. იგი შედგება ქათმის ნაჭრებისგან, ხახვისგან, ნიორისგან, კარაქისგან, კვერცხისგან, ფქვილისგან, ძმრის, წყლისა და სანელებლებისგან. მას აქვს ასევე მარილი, დაფნის ფოთლები და ქინძი. კერძს  აქვს ოდნავ მჟავე გემო და სქელი, კრემისებური კონსისტენცია.

წვნიანს ჩვეულებრივ ცხლად მიირთმევენ და რეკომენდებულია ახლად დაჭრილი ქინძით მორთვა,” – წერია ჩიხირთმის აღწერაში. 

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები