გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

ქვევრის ღვინის ექსპორტი გაორმაგებულია -“ღვარძელაშვილები”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
gvardzelashvilebis marani
gvardzelashvilebis marani

“ღვარძელაშვილის მარნის” ქვევრის ღვინის ექსპორტი გაორმაგდა. როგორც მარნის დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, მოთხოვნა განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის გაზრდილი. 

მისივე შეფასებით, აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე უცხოელები სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას ვეღარ ახერხებენ. 

“2022 წელს, პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი გაყიდვები ექსპორტზე იყო, ახლაც ასეა.

აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უცხოელი ვეღარ მოგზაურობს და შესაბამისად, ცდილობს სხვადასხვა ქვეყნის ღვინო თავისივე ქვეყანაში დააგემოვნოს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეიძლება ითქვას, რომ გაათმაგებულია მოთხოვნა. იმხელა რაოდენობის ღვინოს მთხოვენ, რომ 2-3 წელი დამჭირდება აღნიშნული მარაგის შესავსებად. 

რაც შეეხება ევროპას – აქ მოთხოვნა სტაბილურად არის. როგორც წინა წლებში – ხან მაღალი მოთხოვნაა, ხან დაბალი“, – აცხადებს გიორგი ღვარძელაშვილი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს – მარნის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, “ღვარძელაშვილის მარანს”, ფაქტობრივად, 1 ვიზიტორიც აღარ ჰყავს.

“ახალი წლის დღეებში გვქონდა მუშაობა, თუმცა დაახლოებით, 15 იანვრის შემდეგ შეჩერდა. გაყინული მდგომარეობაა“, – აღნიშნა გიორგი ღვარძელაშვილმა.

ცნობისთვის, “ღვარძელაშვილის მარნის” ღვინო ექსპორტზე, 8 ქვეყანაში იყიდება. ესენია: აშშ, გერმანია, ინგლისი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია და ავსტრალია. მარანი ღვინოს 2014 წლიდან აწარმოებს. ექსპორტზე კი 2018 წლიდან გადის.

თელავის რაიონის სოფელ  კონდოლში, 5 ჰექტარ მიწის ფართობზე, ღვარძელაშვილი 3 დასახელების ბიო ღვინოს – საფერავს, კონდოლურს და ჟღიას აწარმოებს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…