ჯერ კიდევ, ადამიანთა მოდგმის შორეული წინაპრები, უდიდეს პატივს მიაგებდნენ და ღმერთად აღიარებდნენ იმ ადამიანებს, ვინც ხალხის წარმოდგენით, პირველად გააშენა ვაზი და ადამიანს ვაზის კულტურა შეასწავლა. ასე იბადებოდნენ ღვინის ღვთაებები და ივსებოდა ღვინის ღმერთების პანთეონი.
გავიხსენოთ თუნდაც ღვინის, თრობის, დროსტარებისა და სულიერი შვების მომგვრელი ღვთაება – დიონისე, რომელსაც ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში, ბახუსადაც მოიხსენიებდნენ. ეგვიპტურ ღვთაებათა პანთეონში – ხატონი თუ სხვა…
ბადაგონის შესახებ თუ გსმენიათ?
პირველი ინტრიგა ჩემთვისაც სახელი აღმოჩნდა.
ჩვენი წინაპრებისთვის ბადაგონი იყო ღვინის, ნაყოფიერებისა და სიცოცხლის მფარველი ღვთაება, რომელიც ბერძნულ დიონისეზე 6000 წლით ხნიერია.
📜 ბადაგონის ისტორიული კვალი
📖 ექვთიმე მთაწმინდელი „მცირე სჯულის კანონში“ წერს:
👉 „ბადაგეონ, რომელი იგი ყურძენსა წნეხავს..“
📚 ივანე ჯავახიშვილი ბადაგონს ქართული ღვინის მფარველ ღვთაებად მიიჩნევს.
ბადაგი – ბადაგონის შთაგონება
როგორც ჩანს, ღვინის ღვთაების პატივსაცემად უწოდეს ჩვენმა წინაპრებმა ყურძნის წვენსაც -ბადაგი, რომელიც ქართულ ენაში სიტკბოების სინონიმადაა მიჩნეული _ ღვინო თავისი თვისებებით, ხომ სიტკბოებისა და სიხარულის მომნიჭებელია… გურია-აჭარის ზონაში კი გავრცელებული იყო ვაზის ჯიში _ ბადაგი…
🗿 ბადაგონის სკულპტურა
ფოტოზე ღვთაება ბადაგონის სკულპტურაა გამოსახული. ბადაგონის ფიგურა, რომელიც ძვ. წელთაღრიცხვის XI-X საუკუნეებით თარიღდება, არქეოლოგმა კიაზო ფიცხელაურმა აღმოაჩინა, მელაანის უძველესი წარმართული სამლოცველოს ტერიტორიაზე.
ბადაგონის შესახებ სამეცნიერო კვლევა ეკუთვნის მეცნიერ ზაურ ქოქრაშვილსა. მოძიებული მასალებს, მან მიუძღვნა ნაშრომი «ქართული ფენომენი – ღვინო და ღვინის ღვთაება ბადაგონი».
გზავნილები ისტორიის წიაღიდან
📍 ბადაგონის ქანდაკება – შიშველი მამაკაცის ბრინჯაოს სკულპტურა:
🍷 ღვთაება ხელგაშლილი გამოსახული , – ეს ნიშნავს, რომ ღვინით სავსე ყანწით ეგებება ვაზზე მლოცველთ. ეს ღვინის სიწმინდისა და ცხოვრების დღესასწაულია.
მარცხენა მკლავის ქვეშ სატევარი აქვს, – ის არის ოჯახისა და სამშობლოს დამცველი
ყანწი – ღვინისა და მოლხენის, ზოგადად ქართველი კაცის ვაზისადმი დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.
აღგზნებულ მდგომარეობაში გამოსახულია, – სიცოცხლის გამგრძელებლისა და უკვდავების სიმბოლოდ.
💬 თქვენ რა იცით ბადაგონის შესახებ?
📣 გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!
ავტორი: შორენა მერკვილაძე