გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

მილანში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ყველა სიახლეზე დაბრუნება
bit2025
bit2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, მილანის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდით წარდგა. BIT 2025-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 6 ტურისტულ კომპანიასთან ერთად მონაწილეობს.

გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებია წარმოდგენილი.

BIT 2025-ს გახსნის ცერემონიალში, სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სამინისტროებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. გამოფენის ფარგლებში, მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა იტალიური ტურისტული, PR და მარკეტინგული კომპანიების, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში.

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად იმყოფება იტალიაში, ქალაქ მილანში, BIT 2025-ზე, გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი გამოფენა იტალიაში, სადაც წელს 40 ათასზე მეტი ვიზიტორია დარეგისტრირებული.

3 დღის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრებს ვმართავთ ადგილობრივ კომპანიებთან, რომ ბევრად მეტი ტურისტი მოვიწვიოთ საქართველოში, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, ქართული ტურისტული პროდუქტები. იტალია და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, სადაც აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვმართავთ”-განაცხადა მაია ომიაძემ. გამოფენას ესწრება მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია.

BIT 2025-ზე, საქართველოს სტენდთან გამოფენის ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, დააგემოვნონ ქართული ტკბილეული და ღვინო.

მილანის ტურისტული გამოფენა 45 წელია ტარდება და იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ღონისძიებაა. BIT 2025-ზე, 62 ქვეყნიდან ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გამოფენას მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 40 ათასი სტუმარი ჰყავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…