გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ტურიზმის 2024 წლის დინამიკა და 2025 წლის მოლოდინები

ყველა სიახლეზე დაბრუნება
galt & taggart
galt & taggart

Galt & Taggart-ი ტურიზმის 2024 წლის დინამიკის და 2025 წლის მოლოდინების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც “Travel News” უცვლელად გთავაზობთ: 

“ვიზიტორების დინამიკა: 2024 წელს საქართველოს 6.5 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. აქედან, 2024 წელს ტურისტების რაოდენობამ 5.1 მლნ ვიზიტორი შეადგინა და პირველად დაუბრუნდა პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებლებს.

ამასთან,  ტურისტების ყველაზე მკვეთრი აღდგენა პირველ კვარტალში დაფიქსირდა, ხოლო მომდევნო კვარტლებში აღდგენის დინამიკა შედარებით შესუსტდა – 2024 წლის აღდგენა 2019 წელთან შედარებით კვარტალურად შემდეგნაირად ნაწილდება: 106.4%, 95.2%, 100.3% და 100.8%. აღნიშნული შენელება პოლიტიკურმა არასტაბილურობამ განაპირობა, რაც განსაკუთრებით აისახა ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობის შენელებაზე. კერძოდ, 2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 40.9%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენ კვარტლებში კი საშუალოდ 1.8%-ით ჩამორჩებოდა წინა წლის მაჩვენებლებს.

ჯამურად, 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა ძირითადად აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა, მათ შორის ისრაელიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, საუდის არაბეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.

შემოსავლები ტურიზმიდან: 2024 წელს საქართველომ 4.4 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან, რაც წინა წელთან შედარებით 7.3%-იანი ზრდაა. 2024 წელს ტურიზმის შემოსავლების ზრდაში ძირითადი კონტრიბუტორები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იყვნენ.

კერძოდ, ტურისტული შემოსავლები წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელიდან, ირანიდან და საუდის არაბეთიდან, შესაბამისად 41.6%, 17.9% და 21.2%-ით. შემოსავლების ზრდაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი აზიის ბაზრებმა, განსაკუთრებით ჩინეთმა და ინდოეთმა შეიტანა მაშინ, როცა თითქმის ყველა ტრადიციული ბაზრიდან  მიღებული შემოსავალი შემცირდა.

ისტორიულად, ტურიზმის შემოსავლების ყველაზე მსხვილი წყარო რუსეთია, თუმცა 2024 წელს რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი წლიურად 2.0%-ით შემცირდა 850 მილიონ აშშ დოლარამდე.

2025 წლის მოლოდინები: გალტ & თაგარტის საბაზისო პროგნოზით, 2025 წელს 5.3 მლნ ტურისტი ეწვევა საქართველოს, იმ დაშვებით, რომ მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა ძირითადად პირველი კვარტლის ტურისტულ ნაკადებზე აისახება. ამასთან, მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, გალტ & თაგარტი არც პესიმისტურ სცენარში პროგნოზირებს ტურისტული ნაკადების მკვეთრად შემცირებას, აზიის ბაზრებიდან მზარდი ნაკადების გათვალისწინებით. რაც შეეხება შემოსავლებს, გალტ  & თაგარტის პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარის დონეზეა მოსალოდნელი. ამასთან, ტურიზმისთვის პოზიტიური ფაქტორი იქნება აზერბაიჯანის მხრიდან სახმელეთო საზღვრის მოსალოდნელი გახსნა.

სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ გალტ & თაგარტის ვებ-გვერდზე აქ, სადაც ასევე მოცემულია სასტუმროების და Airbnb-ის მონაცემები,”-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ჯილდოს გადაცემა
თბილისი

საქართველო Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორია – რას ნიშნავს საერთაშორისო აღიარება ქართული ტურიზმისთვის?

Trip.com Group საქართველო - ეს პარტნიორობა ქვეყნის ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სიდნეიში გამართულ 2026 Trip.com Group Global Partner Summit-ზე სპეციალური ჯილდო Strategic Partnership Destination of the…