გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

,2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის რეკორდული წელი იყო

ყველა სიახლეზე დაბრუნება
irakli qarqashadze
irakli qarqashadze

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე ესპანეთში მიმდინარე საავიაციო ფორუმ Connect 2025-ის ძირითად პანელზე
სიტყვით გამოვიდა. ,,აღმოსავლეთ ევროპის ავიაბაზარი: ტენდენციებისა და შესაძლებლობების განვითარება’’- იყო მთავარი სასაუბრო თემა, სადაც ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოს ავიაბაზრის მაგალითზე, ლატვიის, ხორვატიის, პოლონეთისა და ალბანეთის აეროპორტებისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად
ისაუბრა.

პანელის მონაწილეებმა ისაუბრეს, რა გავლენა აქვთ ტურიზმის სწრაფ განვითარებასა და ზრდაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე დაბალბიუჯეტური და ფლაგმანური ავიაკომპანიების გამოჩენას.

,,გასული ათწლეულების განმავლობაში, დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საჰაერო გზით გადაადგილებასა და აღმოსავლეთ ევროპის დასავლეთ ევროპისასთან დაკავშირების კუთხით. დაბალბიუჯეტური
ავიაკომპანიების განვითარებამ საჰაერო გზით მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა. გაიზარდა საქმიანი და შემომყვანი ტურისტების რიცხვი, აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში მსხვილი ინვესტიციები ჩაიდო. გაიზარდა მოგზაურთა და მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, პანელზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და მასშტაბურ სიახლეებზე ისაუბრა. ირაკლი ქარქაშაძემ თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის მნიშვნელობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თბილისის
საერთაშორისო აეროპორტის რელოკაცია საშუალებას იძლევა უფრო გრძელვადიან ჭრილში, შეზღუდვის გარეშე მოხდეს ქვეყნის მთავარი აეროპორტის განვითარება.

,,ბოლო ათწლეულში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 2 მილიონიდან 7, 4 მილიონამდე გაიზარდა. ფაქტობრივად, საქართველო არის მაგალითი
იმ ტენდენციისა, თუ როგორ სწრაფად და თანმიმდევრულად ვითარდება ავიაცია და ტურიზმი. 2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის რეკორდული წელი იყო.

მხოლოდ გასულ წელს მგზავრთნაკადი 24 %-ით არის გაზრდილი.

ეს მოთხოვნა აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც პირდაპირ ასახულია ჩვენს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლით, ახალი მიმართულებებითა და არსებულ
მიმართულებებზე გაზრდილი სიხშირეებით. ჩვენ წინ გვაქვს საკმაოდ ამბიციური პროექტების განხორციელება, როგორიცაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი

ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი – თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. ეს ყოველივე კი საქართველოს, როგორც რეგიონში წამყვანი სტრატეგიული საავიაციო ჰაბის პოზიციონირებას კიდევ უფრო გაამყარებს. -‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 დღეს სრულდება. სამი დღის განმავლობაში ფორუმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები B2B შეხვედრებს მართავენ, როგორც
საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებთან, ისე პოტენციურ პარტრნიორ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…