გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

„დეკემბერში მოთხოვნა თითქმის 60%-ით შეგვიმცირდა“

ყველა სიახლეზე დაბრუნება
villa vejini
villa vejini

დეკემბერში მოთხოვნა თითქმის 60%-ით შეგვიმცირდა, – ამის შესახებ BM.GE-სთან ტურისტული ობიექტის Villa Vejini-ს თანადამფუძნებელმა, თათია გაბისიანმა განაცხადა. მისი თქმით, დეკემბერი ძალიან პასიური იყო, მაგრამ იანვარი შედარებით გააქტიურებულია.

„2024 წლის დეკემბერი მის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პასიური იყო. მოთხოვნა თითქმის 60%-ით შეგვიმცირდა. იანვარი შედარებით უკეთესია. იანვარში გვყავდა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებელი. გვყავდა დუბაიდან, ასევე გვყავდნენ ამერიკიდან და კანადიდან. ევროპელი სტუმრები ნაკლებად გვაქვს. ამასთან, წინასწარი ჯავშნებიც გვაქვს, თუმცა სულ რამდენიმე.

ფასები მაქსიმალურად, ლოგიკურ მინიმალურ ზღვრამდე დავწიეთ. ჩვენთან ცალკეული ნომრები არ ქირავდება, ქირავდება ნაგებობები. ამ ეტაპზე კომპლექსი 4 ნომერს მოიცავს და ჯამში 8-9 ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. შესაბამისად, განთავსების ღირებულება დამოკიდებულია ადამიანთა რაოდენობის, განთავსების დღეების რაოდენობის მიხედვით“, – ამბობს ტურისტული ობიექტის თანადამფუძნებელი.

თათია გაბისიანის განცხადებით, საოჯახო ბიზნესი ბევრ კადრს არ ასაქმებს, შესაბამისად კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, კადრების შემცირება არ გამხდარა საჭირო.

ინფორმაციისთვის, ტურისტული ობიექტი თბილისიდან სულ რაღაც 3 კილომეტრში, სოფელ ვეჯინში მდებარეობს და ბაზარზე მეორე წელია ოპერირებს.

bm.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ჯილდოს გადაცემა
თბილისი

საქართველო Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორია – რას ნიშნავს საერთაშორისო აღიარება ქართული ტურიზმისთვის?

Trip.com Group საქართველო - ეს პარტნიორობა ქვეყნის ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სიდნეიში გამართულ 2026 Trip.com Group Global Partner Summit-ზე სპეციალური ჯილდო Strategic Partnership Destination of the…

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…