გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისი ევროპის საუკეთესო სიტი ბრეიქების ჩამონათვალშია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
tbilisi
tbilisi

ტურისტებს შორის, რომლებიც ეძებენ შესაძლებლობას რამდენიმე დღეში „გადაიტვირთონ“ სითი ბრეიქი კვლავ პოპულარობას იძენს

ამ ტიპის დასვენებით შთაგონებულმა ჟურნალმა Time Out-მა საუკეთესო ევროპული ქალაქების სია  შეადგინა, რომლებიც 2025 წელს ასეთი მოკლე მოგზაურობისთვის იდეალური ადგილია. ამ რეიტინგში რეიტინგში მოხვდა როგორც ცნობილი, ისე ნაკლებად ცნობილი ქალაქები, რომლებიც არ განიცდიან ოვერტურიზმს. რეიტინგშია საქართველოს დედაქალაქი თბილისი, რომელიც მე-7 პოზიციაზეა. თბილისზე აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქი სტუმრებს იზიდავს სტუმართმოყვარეობით, უძველესი არქიტექტურითა და უგემრიელესი სამზარეულოთი. თბილისი იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც რაღაც უჩვეულოს ეძებს.

რეიტინგის სათავეში როტერდამია, რომელსაც ნიდერლანდების კულტურულ ცენტრს უწოდებენ. 2025 წელს ქალაქი ყურადღებას მიიპყრობს FENIX-ის მუზეუმის გახსნით. ეს არის მსოფლიოში პირველი მუზეუმი, რომელიც ეძღვნება მიგრაციას და მის გავლენას ხელოვნებაზე.

1. როტერდამი, ნიდერლანდები

2. ბუდაპეშტი, უნგრეთი

3. კორკი, ირლანდია

4. ჟირონა, ესპანეთი

5. ჰელსინკი, ფინეთი

6. პორტო, პორტუგალია

7. თბილისი, საქართველო

8. მილანი, იტალია

9. კრაკოვი, პოლონეთი

10. ოსლო, ნორვეგია

11. ტულუზა, საფრანგეთი

12. ვენა, ავსტრია

13. ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი

14. ტირანა, ალბანეთი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…